LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 716 დაინფიცირებული და 16 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

82
კორო

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 637 691.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა,

აჭარა – 61,

იმერეთი – 253,

ქვემო ქართლი – 56,

შიდა ქართლი – 132,

გურია – 110,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150,

კახეთი – 156,

მცხეთა-მთიანეთი – 37,

სამცხე-ჯავახეთი – 43,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 610, აჭარაში – 92, იმერეთში – 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 62. 29 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები