საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 42 579.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.
დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა,
აჭარაში – 389,
იმერეთში – 441,
ქვემო ქართლში – 68,
შიდა ქართლში – 51,
გურიაში – 28,
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114,
კახეთში – 20,
მცხეთა-მთიანეთში – 51,
სამცხე-ჯავახეთში – 27,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში-1 419.
სულ 6 ოქტომბრის – 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 982 პირი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 413 პაციენტი.