LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ოქტომბრიდან დაწყებით კლასებში, 12-დან – ბაღებში, ხოლო 19-დან უმაღლეს საწავლებლებში: როდის განახლდება სწავლა ცნობილია

7058
BeFunky-collage - 2020-09-28T120430.742

განათლების მინისტრის განცხადებით, 1 ოქტომრიდან 1-და მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებითი კლასის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აჭარის რეგიონისა, სწავლა სკოლებში განახლდება, თუმცა როგორც მიხეილ ჩხენკელის განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მშობელს სურვილი ექნება შვილმა დისტანციურად გააგრძელოს სწავლა, მას ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გარდა აჭარის რეგიონისა. 19 ოქტომბერს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება.

„19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი. ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ოქტომბერი, ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელის ინფორმაციით, სწავლის პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლების გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს და პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები