LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-11 თებერვალს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

413
890

10-11 თებერვალს ღამის საათებში ძლიერი ყინვა, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ -5, -8 გრადუსამდე დაიწევს, რაც ციტრუსოვანი კულტურებისთვის საშიშია.

“12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g