დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 დეკემბერს 11 184 ადამიანი აიცრა. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 1 042 961 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.5%-ია.
დაინფიცირდა 3 542, გარდაიცვალა 64 – განახლებული კოვიდსტატისტიკა
სულ მცირე 1 დოზით კი 1 227 658 არის ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.2%-ს შეადგენს.
NCDC-ის ცნობით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 28 948 ადამიანს.
„11 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 300 323 აცრა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.