LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის წინ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, ცხადია არ იქნება: დავით გადელია ნინუცა მაყაშვილზე

1589
5634415454

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი ყოფილი ქმარი ბესო ზანგური მასზე ძალადობდა, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ “10 წლის წინ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალის პოვნა ვერ მოხერხდება, რადგან არ იქნება”. გადელიას აინტერესებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ასეთ გამოძიებას?

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი ყველა ძალადობის მსხვერპლ ადამიანს მხარდაჭერას უცხადებს.

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

“მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული” – ქალთა მოძრაობა ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

“თუ კარგად გავაანალიზებთ, ოჯახური ძალადობის ასე სპონტანურად გახსენების დროს- როცა თავდაპირველი განზრახვა არაა სისხლის სამართლის ბრალდების წაყენება- ასეთი დიდი რეაქციის მიცემამ, რაც ამ ცნობილ შემთხვევას მოჰყვა, შეიძლება უფრო ჩაკეტოს და შეაშინოს მსხვერპლი-ადამიანები (ძირითადად ქალები, რა თქმა უნდა).

უმეტეს შემთხვევებში, როდესაც წლების წინ მოძალადის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფებს იხსენებენ, აქვთ მსმენელისგან მორალური მხარდაჭერის სურვილი და იმედი. არანაირ სისხლის სამართლებრივ დასჯას და სამსახურიდან გაგდება- გაშოლტვებს არც გეგმავენ (არც ამ შემთხვევაში იყო ეს სურვილი, რამე თუ არ შეიცვალა)! ასეთი დიდი რეაქცია კი მსხვერპლს ამბის დამალვისკენ უბიძგებს. გამოძიებაც ცუდ დღეში ჩავარდება: 10 წლის წინ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, ცხადია არ იქნება. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ასეთ გამოძიებას?

ვფიქრობ, აჯობებს ასეთ შემთხვევებში დავრჩეთ მორალური რეაქციების ჩარჩოებში და მდგომარეობას თავადვე ნუ მივიყვანთ ჩიხამდე.

ჩემი მორალური მხარდაჭერა ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის მსხვერპლი გამხდარა და კონკრეტულად მაყაშვილსაც- ბევრი ნიშნის მიხედვით დარწმუნებული ვარ მართალს ამბობს, მაგრამ თუ მსხვერპლს თავად არა აქვს მოთხოვნა დანაშაულის გამოძიების (რაიმე მტკიცებულებებით), არ მგონია სწორი საზოგადოების მხრიდან, ასეთი ადმინისტრაციული სახის რეაქციების გამოვლენა”, – წერს დავით გადელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები