LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე ლამაზი ადგილი ევროპაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

8004
maxresdefault

ყოველდღიურ ყოფაში, მუდმივ საზრუნავში, ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი საერთო სახლი, დედამიწა ულამაზესი და თვალუწვდენელია. მისი უმშვენიერესი ადგილების ჩამოთვლაც კი შეუძლებელია არა თუ მონახულება. ეს არის ადგილები, რომლებიც თავისი ბუნებრივი სილამაზით სუნთქვას გიკრავს და გულს გიჩქარებს.

 

ამალფის სანაპირო – იტალია


დავიწყოთ მოგზაურობა მზიან იტალიაში მდებარე ამალფის სანაპიროდან. სორენტოს სამხრეთი სანაპირო იუნესკოს მსოფლიო საგანძურში შედის. თავისი ლამაზი სახელწოდება სანაპირომ პატარა ტურისტული ქალაქ ამალფიდან მიიღო.

 

მეტეორას მონასტრები – საბერძნეთი

შემდეგია საბერძნეთი, მისი ცნობილი დაკიდული მეტეორას მონასტრებით, რომლებიც იმსახურებენ იყვნენ მსოფლიოს საოცრებათა შორის, ისინი ხომ მთის მასივში კლდის მწვერვალზეა განლაგებული.

 

შამონი – საფრანგეთი

რომანტიული საფრანგეთი ცნობილია თავისი მთის სათხილამურო კურორტით სახელად შამონი ან შამონ-მონ-ბლანი, რომელიც განლაგებულია ალპებში და მთელი მსოფლიოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა უსაყვალესი ადგილია.

 

ჰალშტატი – ავსტრია

მკაცრ ავსტრიას შეუძლია იტრაბახოს თავის ჰალშტატით. ძალიან ლამაზი სოფელი განლაგებულია მიუწვდომელ ალპურ ზონაში და მდებარეობს ჰალშტატის ტბაზე.

 

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე – გერმანია

გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განთქმული სახელი თავისი არაჩვეულებრივი ციხესიმაგრეებით. მკაცრი და დიდებული ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე მოგხიბლავთ თავისი ზომებით და ახალი რომანული არქიტექტურული სტილით.

 

პლიტვიცეს ტბები – ხორვატია


ფოლკლორული ხორვატია ამაყობს ულამაზესი ნაციონალური პარკით, რომელიც გამოირჩევა ჩანჩქერების სიმრავლით, მღვიმეებით, კასკადური ტბებით და მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით.

 

ფიორდები – ნორვეგია

თოვლიან და მიუწვდომელ ნორვეგიასაც აქვს თავისი სამოთხე სახელწოდებით – ფიორდები. თვალწარმტაცი სანაპიროები, რომლებიც აერთებენ ულამაზეს სრუტეებს. ზემოდან დათოვლილი, ქვემოთ კი მწვანე საფარით დაფარული მთებით, რომლებიც თითქოს წყლიდან არიან ამოზრდილი და დარაჯად დგანან ამ ულამაზესი ადგილის დასაცავად.

 

ჩანჩქერი სელალანდფოსი – ისლანდია

ისლანდიაშიც შეგიძლიათ იხილოთ ადგილი, რომელიც თავისი სილამაზით გაგაკვირვებთ. სიცივისა და ყინულების გარდა მას აქვს ულამაზესი ჩანჩქერი სელალანდფოსი, რომელიც სიმაღლით 60-მეტრიან კლდეებს აღემატება.

 

კეკენჰოფის ყვავილების ბაღი – ნიდერლანდები

დიდებული ჰოლანდია სახელგანთქმულია ყვავილების ბაღებით. ჩვენს სიაში მოხვდა ევროპაში ყველაზე ლამაზი „კოკენჰოფის“ ყვავილების პარკი. მისი ულამაზესი ფერთა გამა მნახველების აღფრთოვანებას იწვევს.

 

მონ-სენ-მიშელი – საფრანგეთი


დაბოლოს, დავუბრუნდეთ საფრანგეთს, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ულამაზესი კუნძული-ციხესიმაგრე – მონ-სენ-მიშელი. 1874 წლიდან კუნძული ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და დღემდე აქ რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები