LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 საჯარო სკოლის მასწავლებლებს დისტანციური სწავლებისთვის გადაამზადებენ

127
BeFunky-collage (5)

საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ესტონური გამოცდილების გაზიარებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთ კარგ გამოცდილებას მიიღებენ მასწავლებლები, რომელსაც მომავალში რეფორმის ფარგლებში გამოიყენებენ და იქნება ინტეგრირებული, როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებში”. – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ,  ეკატერინე დგებუაძემ.

პრეზენტაციას გაეროს ბავშვთა ფონდისწარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პროექტი მასწავლებლებს საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება და სკოლებში ბევრად უკეთეს სასწავლო გარემოს შექმნის.

პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები