LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

106 წლის მოცეკვავე, რომელიც სიბერეს არ ცნობს

106
106yearwomannews

106 წლის ქალბატონი ეილინ კრამერი ისეთი პროდუქტიულია, როგორც არასდროს. „სიბერეს არ ვცნობ. მე უბრალოდ დიდი ხანია ვცხოვრობ“, – აცხადებს ქალბატონი, რომლის შესახებაც სტატია „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

ქორეოგრაფი და მოცეკვავე ეილინ კრამერი, რომელიც წარმოშობით ავსტრალიიდანაა,  ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მშობლიურ სიდნეიში იგი 99 წლის ასაკში დაბრუნდა, თუმცა პენსიაზე გასვლა არც მაშინ უფიქრია. ეილინი აქტიურად თანამშრომლობდა მხატვრებთან, რომლებიც მის ცხოვრებისეულ ვნებას – ცეკვას ასახავდნენ თავიანთ ნამუშევრებში

106 წლის ქალბატონს მიაჩნია, რომ ადამიანებს ასაკის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ – „მე უბრალოდ დიდი ხანია ვცხოვრობ და ბევრი რამ ვისწავლე. თავს ისე სულაც არ ვგრძნობ, როგორც ისინი, ვინც ამბობს, რომ მოხუცდა. ენერგია და ენთუზიაზმი ჯერ კიდევ უხვად მაქვს“- ასე გადმოსცემს იგი ხანგრძლივი ცხოვრების და უშრეტი ენერგიის საიდუმლოს ეილინი.

„ცეკვა ჩემი პირველი სიყვარულია. უკვე ერთი საუკუნეა ვცეკვავ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“,– აცხადებს კრამერი, რომელიც ბოლო წლებია ქორეოგრაფიითაა გატაცებული. ეილინი ამბობს, რომ ბუნება ძალიან უყვარს და მისი ქორეოგრაფიის ინსპირაცია არც მეტი და არც ნაკლები, ხეებია.

,,ოდესმე გინახავთ ხეები ახლოდან? ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ზღაპრულ სასახლეში ხარ. ამან ბავშვობაში დამიბრუნა”, – ამბობს 106 წლის მოცეკვავე.

ქალბატონი ჯანმრთელობას არ უჩივის. მისი თქმით, მხოლოდ ვიტამინებს სვამს, ისიც ხანდახან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები