საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება. ვირუსის მატარებელი მხოლოდ ერთი პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
მისი ინფორმაციით, 9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 2 დღის წინ დაფიქსირდა.