LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 უბნის მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

121
ჯწბგფ

12 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. ეს მონაცემები ცესკოს საიტზე 12 საათისთვის ატვირთულ 12 უბნის ოქმების შედეგებით იკვეთება.

ყველაზე მეტი ხმა ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ მიიღო. მას მხარი 2 380-მდე ადამიანმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე 1 900-ზე მეტი ხმით.

კონკურენტებს შორის სხვაობა თითქმის 580 ხმაა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge საუბნო შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად იტვირთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები