LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

198
fot (1)

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

განადგურდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები.

"იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სეირის საყურებლად მოვიდნენ" - რას იხსენებს ზურა გურიელიძე 13 ივნისის მოვლენებიდან

"ჩვენ ვიყავით შიშველი ხელებით, რადგან ყველაფერი რაც გვქონდა და ყველაფერი რაც შევიძინეთ წყალმა წაიღო", - ზურა გურიელიძე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს

სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.

“მზიურში” 13 ივნისის სიმბოლოს – ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

13 ივნისის 4 გმირი, რომლებმაც ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს

13 ივნისი ტრაგედიასთან ერთად სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

სტიქიის შედეგად დაღუპულებს დღეს 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „პირველი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g