თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა.
შსს-ს ცნობით, ნ.ჯ.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხება.
რას ჰყვება მოზარდის მამა
გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი ბოლოს ბათუმში ნახეს - რა წერილი დაუტოვა მან დედას
გოგოს მამის განცხადებით, მოზარდს მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ის ბოლოს ერთი კვირის წინ ბათუმში ნახეს. მისივე განმარტებით, შვილმა სახლიდან წასვლამდე დედას ბარათი დაუტოვა, სადაც ეწერა, რომ მისი მოძებნა არ სცადონ.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი სახლიდან 19 ივნისს გავიდა და აღარ ჩანდა. ირკვევა, რომ მოზარდი ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაიკარგა.