ფაგების მწარმოებელი კომპანია „ბიოქიმფარმი“, ევროკავშირის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) მიხედვით განახლების შემდეგ, ფაგიოს® ახალი და მოსახერხებელი შეფუთვით სააფთიაქო ქსელებში აბრუნებს.
ფაგიო® ბაქტერიებით გამოწვეული ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით გამოიყენება. სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებისგან განსხვავებით ფაგები არ აზიანებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას. ფაგებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
„ბიოქიმფარმი“ დაფუძნებულია „ფაგების საამქროს“ საწარმოო ბაზაზე, რომელიც 1934 წელს ამოქმედდა და ბაქტერიოფაგებით მთელ საბჭოთა კავშირს და აღმოსავლეთ ევროპას 50 წლის განმავლობაში ამარაგებდა.
ფაგიოს® შეძენა 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
