LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-19 საუკუნესაც კი არ შევადარებ, საერთოდ ქვის ხანაში ვართ – მამუკა ხაზარაძე

122
mamuka girchi

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე არაერთი გადაცემის სტუმარი იყო და ყველგან სკანდალური განცხადებები გააკეთა, ახლა ამბობს, რომ ქვეყანა ქვის ხანაშია

ხაზარაძე “გირჩის” ეთერში საქართველოს რკინიგზაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობდა, რა დროსაც ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოში ბევრი რამ არა კერძო, არამედ სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს კი, ბიზნესმენის თქმით, მიუღებელია. 

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება - მამუკა ხაზარაძე

ამერიკულ კომპანიას ხელისუფლების წარმომადგენელმა ინვესტიციები შეაჩერებინა

ხაზარაძემ აქცენტი გააკეთა მატარებლების ტექნიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ  თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორი მატარებლის გარდა, ყველა დანარჩენი ცუდ მდგომარეობაშია.

„რატომ უნდა იყოს რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში? თუ შეხედავთ თქვენ ვაგონებს, გარდა იმ შემადგენლობისა, რომელიც თბილისი – ბათუმის მიმართულებით დადის, ყველა სხვა ვაგონს, რომ შეხედოთ გული მოგიკვდებათ. მე-19 საუკუნესაც კი არ შეედრება ეს მდგომარეობა. საერთოდ რაღაც ქვის ხანაში ვართ“ – ამბობს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამ მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნა და მისი პირველი 12 წევრიც დაასახელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები