LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში გამოვლინდა: სხვა რეგიონებში ლოკალიზებისკენ მივდივართ

107
Capture

“ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს, მთელი ძალები რეგიონში ვირუსის ლოკალიზებისკენ არის მიმართული”, – ამის შესახებ ინფექციური საავამდყოფოს კლინიკურმა დირექტრომა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ინფექციონისტის განმარტებით,  196 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა: ბათუმში – 144, ქობულეთში – 1 შემთხვევა,
  • თბილისი: 29 დადასტურებული შემთხვევა,
  • იმერეთი: ქუთაისი – 7 შემთხვევა, საჩხერე -1,
  • შიდა ქართლი: გორი – 4 შემთხვევა,
  • ქვემო-ქართლი: გარდაბანი – 3,
  • გურია-ოზურგეთი: 4 ,
  • ზემო სვანეთი-სამეგრელო: ზუგდიდი – 2,
  • ფოთი – 1, მცხეთა- 1 შემთხვევა

 

მარიან ეზუგბაიას განცხადებით, აჭარის გარდა, ქვეყნის ყველა რეგიონში შემთხვევების ზომიერი კონტროლირებადი მატებაა და მალე ვირუსის სრული ლოკალიზება მოსალოდნელია.

“როგორც ვხედავთ დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ვირუსის ლოკალიზება და შემთხვევების შემცირება. სხვა რეგიონებში თითქმის ლოკალიზებისკენ მივდივართ, მატება თითქმის არ გვაქვს. თბილისიც ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას”, – განაცხადა ეზუგბააიამ.

ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს.

“ჩვენს ცენტრში გუშინ 33 ინფიცირებული პაციენტი იყო მოთავსებული,  2 გამოჯანმრთელდა ორი დაგვემტა, შესაბამისად რაოდენობა უცვლელი დარჩა. ჩვენთან მხოლო 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს, და 3 მძიმედაა დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

პოპულალურები