LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე

535
BeFunky-collage (11)

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს.თუმცა, მისივე თქმით, ეპიდაფეთქება მოსალოდნელი არ არის.

„პიკს მივაღწევთ ორი სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“ , – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა ფიქსირდება , სულ გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები