LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

91
ezugbaia-5ed35cbd6c160 (1)

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებული პაციენტის კონტაქტია, ხოლო მეორეს ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ბოლო დღეების მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია მართვადია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სხვა პაციენტებს, ეზუგბაის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

“ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი და მათ უკვე დატოვეს დაწესებულება. ამ დროის მონაცემებით, ჩვენთან სულ 37 ინფიცირებული მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. დაავადება არ პროგრესირებს” – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდა, ეზუგბაია ამბობს, რომ ის თბილისში გადმოყავთ, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რომელ კოვიდ-ცენტრში მოათავსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები