LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

91
unnamed

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1179 შემთხვევაა დადასტურებული.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა. ბოლო ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 959-ს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6919, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  251 მოქალაქე იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები