LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის გაიხსნა (ფოტოები)

757
19430069-984113451730745-3058561011510315327-n

ქვეყანაში ვირუსული ეპიდემიის გამო შექმნილი 2 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ქვეყნის მოქალაქეებს მისი მონახულების შესაძლებლობა 16 მაისიდან მიეცათ.

ბოტანიკური ბაღის გახსნა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების შემდგომ მოხერხდა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, 108.7 ჰა ფართობზეა გაშენებული. ის ყოველდღიურად 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, 2019 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, ,,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაშიაგაწევრიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g