LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის ბოლოს, შესაძლოა, ელექტროენერგია გაგვიძვირდეს

684
dd6b559da554e814c3734a6b9b9407f7

2020 წლის ბოლოს ქვეყანაში, შესაძლოა, ელექტროენერგიის საფასური გაიზარდოს – თემაზე სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ვრცელ ინტერვიუში სემეკის ახალმა თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს“ – ამბობს სემეკის ახალი თავმჯდომარე.

დავით ნარმანია ბუნებრივი აირის ტარიფზეც საუბრობს. მისი განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს.

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, – აცხადებს ნარმანია.

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ დაინიშნა

ოფიციალურად თავმჯდომარედ ხვალ დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარეა. ის სემეკს მომავალი 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები