LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2024 წლის არჩევნები გვაჩვენებს, რომ მოქალაქეები ევროპულ გზას და ქვეყნის განვითარებას „ქართულ ოცნებას“ ანდობენ“ – ირაკლი ჩიქოვანი

138
ირაკლი ჩიქოვანი

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირშია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ჩიქოვანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება:

„ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, მტკნარი სიცრუე და ტყუილია.

2024 წლის არჩევნების შედეგები გვანახებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპულ გზასა და ქვეყნის განვითარებას „ქართულ ოცნებას“ ანდობენ..

ქვეყანას დღეს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია აქვს, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება. ქვეყანას ბოლო 11 წლის განმავლობაში აქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე დადებითი რეკომენდაცია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ისეთ ფაზაში შედის, რომლის პერიოდშიც ბევრი საკითხი იქნება, რაზეც ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, რაც განგრძობადი პროცესია. იქნება არა მხოლოდ ცხრა, არამედ 19, 90 და 190 საკითხი, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ამ საკითხების შესრულებას ზუსტად ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე, ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ დადებითად და მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხიც.. 2028-შიც ვაპირებთ მოგებას“ – ირაკლი კობახიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები