LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა

1181
5ed6aefe38bb1

რუსთავში 21 წლის მამაკაცის დაღუპვის მიზეზზე განცხადება გაკეთდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მისი გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება, რადგან ის ვირუსისგან უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იყო. დაფიქსირდა გულის უეცარი გაჩერება.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, გადამოწმდა PСR ტესტით და დაუდგინდა კორონავირუსი.

პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს პაციენტი გაეწერა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო გამოჯანმრთელებული კოვიდისგან და მისი დაკრძალვა არ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილთა პროტოკოლით. 

რუსთავში ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს, დღეს ქუჩაში გარდაიცვალა

"სანამ სასწრაფო მოვიდა, გულის მასაჟები გაუკეთეს ბიჭებმა".

გაწერის დროს, ექიმის შემოწმებისას, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობდა. მისი მხრიდან რამდენჯერმე მოხდა ექიმისთვის მიმართვა, რომ თავს კარგად გრძნობდა და დროზე ადრე დაეტოვებინა სივრცე.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა. სასწრაფოს მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, მანძილის დაფარვისთვის გონივრულ დროში სასწრაფო იყო ადგილზე,”- აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები