LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ივლისს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნება

515
galaktiontabidzenews

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა და ამჯერად დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება – განახლებული ექსპოზიციით.

მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები – მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წლის 22 ივლისიდან კი – მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „იკომის“ უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით მიიღებს.

გახსნის დრო: 22 ივლისი, 16:00 საათი
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები