23 წლის მარიამ გობიანიძე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გახდა.
მან ლექტორის პოზიცია ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებათა დეპარტამენტში დაიკავა. ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს.
მარიამი მაასტრიხტის უნივერსიტეტის ბიომედიცინის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული და ამავე უნივერსიტეტის ევროპული ჯანდაცვის მართვის მაგისტრია.
1 თვის წინ, მისი პირველი ნაშრომი (Advancing diversity and inclusion agenda in healthcare organisations: The case of German university hospitals) გამოქვეყნდა ევროპულ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალში, SEEJPH (Sourh Eastern European Journal of Public Health) (https://www.seejph.com/index.php/seejph/article/view/5600)