LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

218
კვების

საქართველოში ეიდვითარების გამო მორიგი შეზღუდვა დაწესდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.

პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

მისივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილულა არჩევნების გადადების თემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები