LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 აპრილიდან ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

349
91603429-1642440402560524-3224163689191964672-o

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო ვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

750 ლარის ხელფასი 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება

„შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს – ეპიდემიოლოგიურად შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ, ორი კვირა ქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. ეტაპიდან ეტაპზე ყველა გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი: უკვე ვფიქრობთ, ტურისტულ სექტორს დამატებით რით მივეხმაროთ

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ, რომ გარკვეული საქმინობებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ეპიდემიამდე ხდებოდა.

სოფლად მცხოვრები პირების საგრანტო დაფინანსება 30 ათას ლარამდე გაიზრდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g