საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა უკვე ფიქრობს, ტურისტულ სექტორს დამატებით რით მიეხმაროს. როგორც გიორგი გახარია ამბობს, ტურიზმის სექტორმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ უკვე დაწესებული შეღავათით.
27 აპრილიდან ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
„პირველივე დღიდან აშკარად დავინახეთ, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი, ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების 1 ნოემბრამდე. მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4500-მა ბიზნესმა და 90 მილიონის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური აღარ არის, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სექტორისთვის მხოლოდ ეს შეღავათი უკვე საკმარისი არ არის და მთავრობა უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ტურისტულ სექტორს დამატებით რითი მიეხმაროს. ეს არის ის ძირითადი სპეციფიკა, რომელიც ამ გლობალურ პანდემიას ახლავს, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიან პროგნოზირებაზე მკაცრად, აკადემიურად საუბარი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება
მისივე თქმით, მთავრობამ მცირე სასტუმროებს სახელმწიფო სუბსიდირებით დაუსუბსიდირა 6 თვის საპროცენტო განაკვეთი საბანკო სესხებზე 80%-ის რაოდენობით. “თუმცა ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ დახმარებამაც დღეის მდგომარეობით აქტუალურობა დაკარგა“, -დასძინა პრემიერმა.