“ყველა ის პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, აღარ აქვს შემოსავალი, სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს მიიღებს, – ამის შესახებ ეკონომიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
შშმ პირები ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ
“ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დახმარების მდგრადობა,”- აღნიშნა პრემიერმა.
“150 ლარიც იქნება და მეტიც” – გიორგი გახარია სოციალურ დახმარებაზე
ასევე, მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის დღიდან დღემდე განხორციელებული ნაბიჯები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა დაუფიქსირდა.
ევროკავშირი საქართველოს დამატებით 150 მლნ ევროს გამოუყოფს
“საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის მიმართულებით უკვე მოიპოვა, მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის დახმარების გარანტია, ისევე, როგორც მივიღეთ მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს კერძო სექტორს ექნება წვდომა მილიარდ ხუთასი მილიონ დოლარზე,”- თქვა გახარიამ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ მედიკოსებსა და ასევე, იმ ადამიანებს, ვინც რჩება სახლში და ასრულებს დაწესებულ რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა stopcov ფონდში ჩარიცხული ფულადი დახმარებისთვის საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებულად “ქართუ ფონდი” გამოყო.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი მოსახლეობისთვისთვის 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვას და 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევას გულისხმობდა.
ასევე, საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს და 3 თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.
ხოლო შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან.
2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა