LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“150 ლარიც იქნება და მეტიც” – გიორგი გახარია სოციალურ დახმარებაზე

390
92818168-1649714915166406-1256625444178886656-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების სახით დადგენილი 150 ლარი არასაკმარისია.

გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეები, რომლებმაც შექმნილი მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგეს, აღნიშნულ თანხაზე მეტ ანაზღაურებას მიიღებენ.

მთავრობის მეთაურს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ ამ დროისათვის მიღწეულია შეთანხმება როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მზად არის შესაბამისი ეკონომიკური პორტფელი, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების მიზნობრივ დახმარებაზე.

“რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი 150-ლარიანი დახმარება და უფრო მეტსაც გეტყვით. როცა ვლაპარაკობთ ამ ადამიანებზე, შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ მათი მდგომარეობა.

150-იც იქნება და უფრო მეტიც. ჩვენ არ ვჭორაობთ. მთავრობამ მოამზადა შესაბამისი სოციალური დახმარების პორტფელი და ის მიმართული იქნება მათ მიზნობრივ დახმარებაზე. იმ ადამიანებმა ვინც სამუშაო დაკარგეს, არ შეიძლება საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება მივცეთ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

“თუ ზედმიწევნით შევასრულებთ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნება შეზღუდვები” – გიორგი გახარია

პრემიერმა ასევე, ისაუბრა ქვეყანაში პროდუქტების შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემა საქართველოს არ ემუქრება.

“სასურსათო პროდუქტების დეფიციტის არანაირი რისკი არ არსებობს. ჩვენ მთავარია მოქალაქეების ფინანსური უზრუნველყოფა შევძლოთ, თორემ პროდუქტი არ მოგვაკლდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

შეგახსენებთ, მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 15 აპრილის, 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.

თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა

ეკლესია არ დაიხურება, მით უმეტეს აღდგომის ღამეს – გიორგი გახარია

შესაძლოა იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – პრემიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g