შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ბავშვებს მთავრობა 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა და ამ ღონისძიების გასატარებლად 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.
2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
გახარიამ ასევე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-სა და 100 ათასს შორისაა, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ასეთი 70 ათასი ოჯახია, 190 ათასი მოქალაქეა.
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მრავალშვილიან 21 000 ოჯახსაც დაეხმარება.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 ან მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, 6 თვის განმავლობაში ასევე თვეში 100 ლარს მიიღებენ”, – განაცხადა მან.
იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი