“არის სერიოზული ჯგუფი და ფენა საზოგადოებაში, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან”, – ამის შესახებ ეკონომიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება
მიუხედავად ამისა, გიორგი გახარია ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, მთავრობა იმ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება როგორც თვითდასაქმებულების, ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება.
2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
“სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დახმარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ, როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 75 მილიონი ლარი”, – თქვა გიორგი გახარიამ.
როგორ შეძლებენ თვითდასაქმებულები იმის დამტკიცებას, რომ შემოსავალს იღებდნენ – პრემიერის განმარტება
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურდ 200 ლარით დაეხმარება.
შშმ პირები ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ