LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეძლებენ თვითდასაქმებულები იმის დამტკიცებას, რომ შემოსავალს იღებდნენ – პრემიერის განმარტება

549
B8DE7226-2356-4AB9-B5B2-0FD05566BD10-cx0-cy7-cw0-w1200-r1

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პრემიერის განმარტებით, რთული იქნება იმ ადამიანების რიცხვის დადგენა, რომლებიც ქვეყანაში თვითდასაქმებულები არიან.

იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი

„თვითდასაქმებულები გარკვეული პრობლემააა. გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ომში ვიმყოფებით და ამ პრინციპით ახლა არ გავარჩევთ ადამიანებს. ამიტომ არაფორმალურად დასაქმებული, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს, რომ რაიმე სახით შემოსავალს იღებდა, სოციალურ დახმარებას მიიღებს. თვითდასაქმებულს შეუძლია წარმოადგინოს მაგალითად ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრეს შეუძლია წარმოადგინოს იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა… რაიმე სახის საბუთი საგადასახოდან, რაც ელემენტარულად ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ სოციალური დახმარება გავცეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით - პრემიერი

"არის სერიოზული ჯგუფი და ფენა, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები".

პრემიერის თქმით, პანდემია მძიმე გამოწვევაა, ამიტომ ელემენტარული საბუთი საკმარისი იქნება, რომ თვითდასაქმებულზე დახმარება გაიცეს.

2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g