საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. მთავრობის დადგენილებით, მომავალი წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს 25 ლარით. გიორგი გახარია განმარტავს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს.
შშმ პირები ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ
„ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერები, ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით“, – განაცხადა გახარია.
750 ლარის ხელფასი 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება
გიორგი გახარიას ინფორმაციით, აღნიშნული დანამატით საქართველოში 410 000-მდე პენსიონერი ისარგებლებს.
პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე მთავრობის მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და მადლობა გადაუხადა ყველა სამთავრობო და კერძო უწყებებს მხარდაჭერისა და სწორად გათვლილი ნაბიჯებისთვის.
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება