ყველა კომპანია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება
მისი თქმით, კომპანია, რომელიც თითოეულ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს, ანუ 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც შენარჩუნებულია და რომელიც 150 ლარამდეა.
27 აპრილიდან ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
“ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც მოქალაქეს, ასევე მეწარმეს, რომ შეინარჩუნოს ადგილები, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით.
იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი