LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი – ღარიბაშვილი

197
cms-image-000031519-e1551805776906

ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა.

„3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა, ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები