კრწანისის რაიონში 300 არაგველის სახელობის  სკვერში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება.

ამ დროისთვის ბაღში სარწყავი სისტემის აღდგენა, ქვაფენილის მოწყობა და აგროტექნიკური ღონისძიებები მიმდინარეობს. სკვერის  შესასვლელებში დასრულებულია ხის პერგოლებისა და კიბის მშენებლობა, მოეწყო ახალი ბილიკები, რომელიც ქართული აგურით მოპირკეთდა, შეიცვალა განათების ქსელი..

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა სკვერში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის  მეორე ეტაპი მაისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა ბაღის ისტორიული გალავნის ბურჯების კონსერვაცია.

“300 არაგველის ბაღი კრწანისის ბრძოლის ადგილზე გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 50-იან წლებში კი  განახლდა. თუმცა,  მსგავსი მასშტაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ ტერიტორიაზე, დღემდე არ ჩატარებულა”, – აცხადებენ გამგეობაში.

მსგავსი თემები