LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

362 სიმპტომიანი, 167 კონტაქტში მყოფი, 54 სამედიცინო პერსონალი: რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ინფიცირებულები

100
BeFunky-collage - 2020-10-14T115322.260

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე დიდი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ცხელი წერტილი აჭარაში იყო, თუმცა ბოლო დღეებში დასტაბილურების ნიშნები შეიმჩნევა.

“კორონავირუსი სამწუხაროდ არ ამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს მთელ მსოფლიოში. ეპიდემიის დაწყებიდან დღეს ჩვენ საქართველოში ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 680 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის მიხედვით აჭარა ყველაზე ცხელი წერტილი იყო, თუმცა ბოლო დღეებში, არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ. დღეს გამოვლენილი შემთხვევეიდან 28% იყო აჭარაში. ყველაზე მეტად საყურადღებოა 3 რეგიონი და მათ შორის დედაქალაქი, სადაც ახალი შემთხვევებიოს 44% დაფიქსირდა. სამწუხაროდ, მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, სამიზნე ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტი მაჩვენებლით – 362 შემთხვევით განისაზღვრა სიმპტომიანი პაციენტები. გამყრელიძის განცხადებით, ახალ დადასტურებულ შემთხვევებში 167 კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო 54 სამედიცინო პერსონალი.

“სამიზნე ჯგუფების მიხედვით ძირითადად ეს ახალი შემთხვევები მოდის სიმპტომიან პაიენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდ კლინიკებს და ხდება მათი ტესტირება.

680 შემთხვევიდან:

362 გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები,

კონტაქტში მყოფი ადამიანები – 167 შემთხვევა,

დიალიზზე მყოფი – 2 პირი,

სამედიცინო პერსონალი – 54,

თვითიზოლაციიდან – 14,

იუსტიციის სამინისტრო და შს სამინისტრო – 5, 

სატვირთოს მძღოლი – 3

სხვა რისკ ჯგუფები – 70-მდე“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით საქართველოში 6 227 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები