LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 234 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

100
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 953 410-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 727-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 910 540 -მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 128 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 47 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 365 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 053-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 45 006, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, PCR ტესტით – 18 174.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,41%, ბოლო 14 დღის – 6,61%, ბოლო 7 დღის – 8,17%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 7 699-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 2 249;
  • აჭარა – 495;
  • იმერეთი – 457;
  • ქვემო ქართლი – 164;
  • შიდა ქართლი – 199;
  • გურია – 147;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196;
  • კახეთი -158;
  • მცხეთა-მთიანეთი – 93;
  • სამცხე-ჯავახეთი – 53;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 716, აქედან:

1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 – თბილისში, 228 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 6.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 ადამიანი.

პოპულალურები