გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 698 944-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 953-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 639 564-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 831 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 51 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 186 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 975-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 48 090, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 647, PCR ტესტით – 12 443.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 4 927-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.