LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 50.8%-ითა შემცირებული

116
247917262

იანვარაპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 50.8%-ითა შემცირებული. ამის შესახებ საუბარია “2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში”, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის პანდემიამ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ფრენების შეჩერებამ, მგზავრთნაკადის სტატისტიკურ მაჩვენებელებზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა.

“საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2019 წელს მოემსახურა 5.2 მლნ მგზავრს, რაც 3.4%- იან ზრდას წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რეგულარული ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ავიაციის სექტორს. 2020 წლის 4 თვის მონაცემებით, მგზავრთა რაოდენობა 50.8%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყნის არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, თუმცა, ფრენების სწრაფად აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გლობალურ ეპიდსიტუაციაზე”,- აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები