LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია კლინიკის შენობასთან

170
BeFunky-collage (3)

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს. როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო. ჩვენთან მიდიოდა შეხვედრები, სადაც გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე, საექსპერტო დასკვნების გარეშე. ჩვენი ვარიანტების წარმოდგენის მოთხოვნა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დროის გაყვანის მიზნით იყო, ვითომ დასაწყნარებლად. დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვისაც. ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკა იხურება გაურკვეველი ვადით. 4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ონკოლოგიის კლინიკის მაგალითი გვაქვს, რომელიც ასეთი დაპირებით მიატოვეს. რაც შეეხება შეთავაზებებს, ეს არის ჩვენი მოსყიდვის და გაჩუმების მცდელობა“, – განაცხადა ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გავაცანით – არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ

magti 5g