LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წელში ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება

113
244974553-4997535706928622-2901628226724431001-n

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელება დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება.

„4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიის და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მერიის და მთავრობის საბინაო ფონდიდან კონკრეტულ გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად, დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სრულად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც სამწუხაროდ დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად, საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.

მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები