LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ძაღლები დაბრუნდნენ

249
jobaiden2021

აშშ–ში განვითარებული მოვლენების ფონზე თითქოს ბევრი საინტერესო სიახლე დაგროვდა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ თეთრ სახლში ძაღლები დაბრუნდნენ.

პრეზიდენტის სასახლე უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებისგან თავისუფალი ზონა იყო. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტყვა „ძაღლი“ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და ისიც შეურაცხყოფის მისაყენებლად. ტრამპის ტვიტერისთვის თვალის გადავლება საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ძაღლი მისთვის მტერთან ასოცირდება და შესაბამისად მათ სულ ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს.

2019 წელს ტრამპმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის გარდაცვალება საზოგადოებას ასე ამცნო – „ძაღლივით მოკვდა.“

რაც შეეხება ობამების ოჯახს, მათ ორი ძაღლი ბო და სანი ყავდათ და ორივე თეთრი სახლის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ძაღლები თეთრ სახლში მისულ სტუმრებს ხვდებოდნენ და ტურებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდნენ.

ზოგადად ოთხფეხა მეგობარი აშშ–ს არაერთ პრეზიდენტს ყოლია. გამორჩეული იყო რუზველტი, რომელიც საყვარელ ცუგას თითქმის არასდროს იშორებდა და საპრეზიდენტო გამოსვლების დროსაც საკმაოდ ხშირად ახსენებდა.

რას უნდა ველოდოთ ბაიდენების ოჯახისგან?

აშშ–ს პრეზიდენტს ორი გერმანული ნაგაზი ჩემპი და მეიჯორი ყავს.  ერთი შეხედვით ორივე ძაღლი ძალიან გაწვრთნილი ჩანს და ფოტოგრაფთა არმიასაც კი წარბშეუხრელად ხვდება. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ჩემპი ჯო და ჯილ ბაიდენებს უკვე 12 წელია რაც ყავთ, რაც შეეხება მეიჯორს, ის 2018 წელს თავშესაფრიდან წამოიყვანეს.

ასე რომ მეიჯორი იქნება პირველი ცხოველი, რომელიც თავშესაფრიდან პირდაპირ თეთრ სახლში მოხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები