LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვის გარდაცვალებამ დამანახა, რომ ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს – დავით სერგეენკო

287
sergeenkoo

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ცვლილებები რომლებიც დაგეგმილი იყო, სწრაფად უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტო აღმოჩნდნენ.

„წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, დამანახა იმის საჭირეობა, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მე მოგახსენებთ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ – სოციალური მუშაკები აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტონი, რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად შეხვედრები თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა. ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული,“ – განაცხადა სერგეენკომ.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ბავშვის დედა 22 იანვარს დააკავეს. გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 30 იანვარს ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები