LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის გოგონას სამგლოვიარო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

collage

„4 წლის ნინის სამგლოვიარო აქცია“- ამ სახელწოდებით ქალთა მოძრაობამ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. მათ კანცელარიის შენობის წინ სანთლები დაანთეს და ბავშვების მიმართ ქვეყანაში არსებული გულრგილობის გამო ანთებული სინთლებით სიტყვა SOS გამოსახეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ ბავშზე ძალადობდნენ.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს საქმის მასალები, დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე, უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორებმა.

4 წლის ბავშვი თბილისში 22 იანვარს გარდაიცვალა.პოლიციამ იმავე დღეს მისი დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები