LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

469 შემთხვევა თბილისში: ინფიცირებულია 1 თვის ჩვილი – მარინა ენდელაძე

115
BeFunky-collage - 2020-10-19T111603.032

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 186 ადამიანი დაინფიცირდა. რეგიონების მიხედვით ყვერლაზე მეტი დაავადებული აჭარასა და თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

“დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად 18663-ია დარეგისტრირებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი. 10 325 აქტიური შემთხვევა გვქვს. ისევ ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა აჭარასა და თბილისშია. რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

თბილისი – 469

აჭარა – 360

იმერეთი – 99

ქვემო ქართლი – 78

შიდა ქართლი – 15

სამეგრელო ზემო-სვანეთი – 73

კახეთი – 46

გურია – 25

მცხეთა-მთიანეთი  – 14

სამცხეჯავახეთი 7.

 

მისივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა.

ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 68 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის არის ერთი თვის ჩვილი.

“68 ინფიცირებული გვყავს, 6 რეანიმაციაში, 3 მართვით სუნთქვაზეა. 15 ზე მეტი მძიმე პაციენტები. გვყავს კოვიდინფოცირებული 1 თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა სტაბილურია” – აცხადებს ენდელაძე.

 

mazda magti 5g