LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 მილიონს რომ მოიპარავს ადამიანი, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის, იმას ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს: ოხანაშვილი უგულავაზე

92
oxana ugulava

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის, იმას ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს“.

„იწყება მტკიცებულებების წარდგენა” – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის, მელიასა და უგულავას სტრასბურგის საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

მისივე განცხადებით, უგულავას ევროკავშირის ფარგლებშიც მოუწევს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება, რითიც “საქართველოს საერთაშორისო დონეზე მოჭრიან თავს”.

„ევროპის ფარგლებშიც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი. ბიუჯეტის ქურდი, 48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს. პირიქით კარგია, რაც უფრო მეტი შეიტანს ასეთ სარჩელს, მით უკეთესი საქართველოსთვის. უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს ქვეყანას. ამ ადამიანებს ერთი მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და მეორე მხრივ, ზოგი ბიუჯეტის ქურდია. შეიტანონ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო: მელიას ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები