ნაომი ქემპბელი ამჯერად მარკ ჯეიკობსის ქორწილის დახურული ცერემონიალის სტუმარი გახდა. მოდელი პაპარაცება ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის უახლოესი მეგობრისა და ცნობილი დიზაინერის ქორწილისთვის ემზადებოდა. ნაომი ბრწყინავდა „ბალმანის“ კოპლებიან ანსამბლში. 48 წლის მოდელი შარვალში, სექსუალურ ბოდესა და მოსასხამში პოზირებდა.

მარკ ჯეიკობსისა და მის რჩეულის, ჩარლი დეფრანჩესკოს ქორწილი ნიუ-იორკში საიდუმლო ვითარებაში გაიმართა. ფოტოგრაფების ობიექტივში მაინც მოხვდა ფოტოები ქორწილიდან, რიმელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

მსგავსი თემები