თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით, სხვადახვა კოვიდ ცენტრებში, ბინასა და კოვიდ სასტუმროებში 7 714 ინფიცირებული მკურნალობს.
მისივე ინფორმაციით, სტაციონარში მყოფ პაციენეტებს შორის 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- აჭარა 342
- თბილისი 277
- იმერეთი 198
- სამეგრელო ზემო-სვანეთი 22
- გურია 11
- შიდა ქართლი 12
- ქვემო ქართლი 3
- მცხეთა-მთიანეთი 10
- კახეთი 7
- სამცხე ჯავახეთი 3 და რაჭა ლეჩხუმი 2 ახალი შემთხვევა
მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მძიმეა. აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობენ ასევე კრიტიკულად მძიმე პაციენტები, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ და სხვა დეტალებზე ენდელაძეს განმარტება არ გაუკეთებია.
დილის ტრადიციულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე და აღნიშნა, რომ 5 ინფიცირებული თბილისში, 3 აჭარაში, 2 იმერეთში, ერთი პაციენტი კი გორში გარდაიცვალა.